IKON სიახლეები

უძრავი ქონების ინდუსტრიის პროფესიონალების შეხვედრა IKON-თან

5 მარტს, დეველოპერული კომპანია IKON-ის ორგანიზებით გაიმართა ექსკლუზიური შეხვედრა უძრავი ქონების პროფესიონალებთან, ინდუსტრიის ექსპერტებთან, პარტნიორებთან და აგენტებთან.

ღონისძიებაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია IKON-ში ინვესტირების უპირატესობებზე, კომპანიის პრემიუმ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

IKON-მა ასევე წარუდგინა უნიკალური შეთავაზება აგენტებსა და სააგენტოებს, რომელიც მოიცავს ექსკლუზიურ თანამშრომლობას სამთვიანი მარათონის ფარგლებში.

გარდა ამისა, ღონისძიების მთავარ მომხსენებლებს შორის იყვნენ კომპანიის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი TBC ბანკი და სამშენებლო კომპანია AVCI-ის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს IKON-თან არსებულ წარმატებულ პარტნიორობასა და სამომავლო გეგმებზე. ღონისძიება დასრულდა საინტერესო დისკუსიებით და ინტერაქტიული კითხვა-პასუხით.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც შემოგვიერთდა და წვლილი შეიტანა ღონისძიების წარმატებაში. ჩვენ მზად ვართ, გიმასპინძლოთ ჩვენს ოფისშიც და გაგიზიაროთ საინტერესო სიახლეები IKON-ის პროექტებზე!

ვიმედოვნებთ, რომ ეს არის IKON-თან გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისი.